საწყისი გვერდი


ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტურული
მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი

 

 

 

ENG

_______________________________________

ტრადიციული რეწვა 50 წლიდან და ზევით
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _


პროექტის დამფინანსებლები: Erazmus+ პროგრამა

პარტნიორები:

სოციალური დახმარების  პროფესიონალური ასოციაცია – ASSOC Asociatia Profesionala Neguvernamentala de Asistenta Sociala ASSOC არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1995 წელს. მისი მიზანია მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება განათლებითა და დასაქმებით. 25 წლის განმავლობაში ASSOC მონაწილეობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ბოშა თემების, მიგრანტთა და ლტოლვილთა, მოხუცთა და ბავშვების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხებზე.

Anziani e Non Solo (ANS) არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2004 წლიდან მუშაობს სოციალური ინოვაციების სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული აქვს პროექტების მართვზე, კეთილდღეობისა და სოციალური ჩართულობის სფეროში მომსახურების და პროგრამების განხორციელებაზე.

აპროქსიმარი Aproximar არის არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციების სოციალური და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, მათი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.

BALKANplan გთავაზობთ საკონსულტაციო მომსახურებას, ტექნიკურ მხარდაჭერას და პროექტის განხორციელებას შემდეგ სექტორებში: განათლება და ტრენინგი; კომპიუტერული ტექნოლოგიები; კვლევა და ტექნოლოგიური განვითარება; საერთაშორისო ურთიერთობები.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი (GACC)
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი არის არის ერთ – ერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც მუშაობს ქართული კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე, პოპულარიზაციასა და მდგრად განვითარებაზე.

მაგნეტარი Magnetar
შპს მაგნეტარი არის კომპანია, რომელიც მდებარეობს ლიმასოლში (კვიპროსი). ახორციელებს  ეროვნული და ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებულ პროექტებს ეკონომიკისა და განვითარების სხვადასხვა სექტორში.

Mad’in Europe არის ბრიუსელში დაფუძნებული კომპანია, რომელიც მიზანია ევროპული რეწვის სექტორის მხარდაჭერა. ორგანიზაციის ვებ პორტალი http://madineurope.eu, აერთიანებს 1500-ზე მეტ ხელოსანს.

_______________________________________
პროექტის შესახებ
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

პროექტი "ტრადიციული რეწვა 50 წლიდან და ზევით“ (Crafting 50 and above) მიზნად ისახავს 50 წლის და უფრო ასაკოვანი ევროპელი ოსტატების სამეწარმეო უნარების გაუმჯობესებას  და მათთვის  ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობების უკეთ გაცნობას. მრავალი მათგანისთვის 2008-2014 წლების ეკონომიკური კრიზისი და შემდგომი კოვიდ-19 პანდემია, დაკავშირებულია შემოსავლის დაკარგვასა და უმუშევრობასთან. ეს განსაკუთრებით აისახა იმ ევროპულ რეგიონებზე, სადაც მსგავი გამოწვევების მიმართ  ეკონომიკური და სოციალური მზაობის დონე ბევრად სუსტია.
ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების წარმოება არის ადამიანზე ორიენტირებული პროფესიები, რომელიც საფუძველს ადგილობრივ ევროპული კულტურებიდან და ეკონომიკიდან იღებს, მათ შორის ცირკულარული ეკონომიკიდანაც. აუცილებელია ხელსაქმის პროფესიების და ხელოსნობის პროდუქციის ხელმისაწვდომობის შენარჩუნება.  ამისთვის სასწრაფოდ უნდა გაიზარდოს ოსტატების შემოსავლები. ხშირ შემთხვევაში რეწვის ბიზნესი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართვის და მათი სოციალური ინტეგრაციის შესაძლებლობაცაა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ტრადიციული რეწვის სექტორის მიმართ არსებული რამოდენიმე საფრთხე:

  • პროდუქცია იქმნება მცირე რაოდენობით, ინდუსტრიულად წარმოებული პროდუქციისგან განსხვავებით, რომელთა დამზადებაც შესაძლებელია სერიულად. ოსატიტისთვის შეუძლებელია ღირებულების რაოდენობიდან გამომდინარე შემცირება. შესაბამისად ეს ფაქტორი მათ პროდუქციას ნაკლებად კონკურენტუნარიანს ხდის;
  • ტრადიციული ხელნაკეთობები  უფრო ადგილობრივი ბაზრისთვის არის საინტერესო და მიმზიდველი, როდესაც პროდუქციას იცნობენ და აფასებენ, თუნდაც ის კონკრეტული შუამავლების საშუალებით იყიდებოდეს;
  • უფრო ასაკოვან ოსტატებს შემოსავლის გაზრდისთვის საჭირო პროდუქციის პულარიზაციის ახალი გზები ნაკლებად აქვთ ინტეგრირებული ყოველდღიურ საქმიანობაში;
  •  სექტორი დაყოფილია მიკრობიზნესებად, ხშირად დაფუძნებულია სოფლად და არ არის დაკავშირებული გლობალურ ბაზართან.

რეწვის სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით, პროექტი „Crafting 50 +“ იმუშავებს სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნის ოსტატების შესაძლებლობების უკეთ გაცნობაზე  და იმ ღონისძიებების განსაზღვრაზე, რაც მათ ციფრულ და შემოქმედებით შესაძლებლობებს გააუმჯობესებს.  ვსარგებლობთ პანდემით გამოწვეული ეკონომიკური რესტრუქტურიზაციის აუცილებლობით და პროექტის ფარგლებში მოვიცავთ რეწვის ყველა სექტორს, თითოეული ქვეყნის კულტურული და საკანონმდებლო კონტექსტების გააზრებით ვიმუშავებთ უშუალოდ ოსტატებთან,  მათი ბიზნესის გასაძლიერებლად საჭირო მარკეტინგული და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების გაძლერებაზე. სულ მცირე 42 ხელოსანი ჩაერთვება პროექტის საქმიანობაში, თანადაფინანსების მეთოდოლოგიის შესაბამისად. 18 ოსტატს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს  შერეულ მობილურ სწავლებაში. 230 დაინტერესებული პირი პირდაპირ ჩაერთვება მრავალმხრივ ღონისძიებებში.

პროექტის მოსალოდნელი შედეგებია:
რეწვის ბიზნესის სახელმძღვანელო: აქ თავმოყრილი იქნება ინფორმაცია თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში არსებული რეწვის  ხელშეწყობისა და მხარდაჭერის ორგანიზაციების შესახებ და  პრაქტიკული ინფორმაცია ბიზნესის განვითარების თაობაზე,  მათ შორის დიგიტალური შესაძლებლობების შესახებ.  ბიზნესის დაწყების და წარმატებით განვითარების მოქმედებათა რუკა. პარტნიორი ორგანიზაციები სახელმძღვანელოს ერთობლივად ინგლისურ ენაზე შეიმუშავებენ.  ხოლო თითოეული პარტნიორი მოამზადებს  საკუთარი ქვეყნის ოსტატებისთვის განსაზღვრულ მცირე ფორმატის სახელმძღვანელოს

რეწვის ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის სასწავლო კურსი:  თითოეული ქვეყნიდან 6 ოსტატი მიიღებს მონაწილეობას.  კურსი მიზნად ისახავს 50 წელს გადაცილებული ოსტატებისთვის, განსაკუთრებით რეგიონებიდან, დიგიტალური ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის ამაღლებას. ეს თავის მხრივ ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის განვითარებას.  კურსის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნება რეწვის ბიზნესის სახელმძღვანელოსთვის შემუშავებული მასალა.  

ხელოვნებისა და რეწვის ინსტრუმენტარიუმი (Art and Crafts toolkit): ეს სახელმძღვანელო გააერთიანებს პროექტის ფარგლებში ოსტატების მიერ განვითარებულ უნარ-ჩვევებს. დაინტერესებულ პირს გააცნობს ევროპაში არსებულ რეწვებს და მათი განვითარების შესაძლებლობებს.  სახელმძღვანელო განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ახალგაზრდებისთვის. სახელმძღვანელო აგრეთვე მნიშვნელოვანია რეწვის პროდუქციის პოტენციური სპონსორისთვის წარდგენისა და მარკეტინგის თვალსაზრისითაც.

_______________________________________
პუბლიკაციები
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

პროექტის ბროშურა

ბიზნეს გზამკვლევი ოსტატებისთვის მოიცავს ინფორმაციას თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში ბიზნესის დაფუძნების და განვითარებისთვის არსებული რესურსები და რეგულაციების შესახებ.

ჯიბის გზამკვლევი ცალკეული ქვეყნებისთვის: ბელგია, ბულგარეთი, იტალია, კვიპროსი, საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი

 

 

 

 

7, Niko Nikoladze str. Tbilisi, 0108, Georgia; Tel.:995 32 931335; Fax:995 32 921335 e-mail: gacc@gaccgeorgia.org

©Georgian Arts & Culture Center